კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 12 804, იმერეთში - 3 689, აჭარაში - 2 190
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 12 804 შემთხვევა, იმერეთში – 3 689, ხოლო აჭარაში – 2 190, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 658 კვლევა ტესტით, მათ შორის 59 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 746 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 26 320 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 226 444-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, პირველი თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის – 23.40%, ხოლო შვიდი დღის – 26.38%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 9 555 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 030 065-მდე.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 060 პირი ემსხვერპლა.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარა – 2 190, იმერეთი – 3 689, ქვემო ქართლი – 1 581, შიდა ქართლი – 1 466, გურია – 439, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 623, კახეთი – 1 298, მცხეთა-მთიანეთი – 617, სამცხე-ჯავახეთი – 511, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 102.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 181 293, საიდანაც:
• 5 522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 268, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 126.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 062 პირი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 139, იმერეთში – 339. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 44, იმერეთში – 23.
• 2 041 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 193 – თბილისში, 599 – აჭარაში.
• 173 730 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ერთი.
• 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის პირველი თებერვლის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 299 პირი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.