კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 119, იმერეთში - 27, შიდა ქართლში - 15
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 119, იმერეთში - 27, შიდა ქართლში - 15

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 119 შემთხვევა, აჭარაში – ხუთი, იმერეთში – 27, ქვემო ქართლში -13, შიდა ქართლში – 15, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – რვა, კახეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი. ამასთან, მცხეთა-მთიანეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 430 საიდანაც, 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 183, აჭარაში – 18, იმერეთში – 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში – 46, აჭარაში – 13, იმერეთში – შვიდი. 2 088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.