კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 114, იმერეთში - 26, შიდა ქართლში - 16
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 114, იმერეთში - 26, შიდა ქართლში - 16

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 114, იმერეთში – 26, შიდა ქართლში – 16, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 733 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 893 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 223 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 915.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.87%, ბოლო 14 დღის – 1.26%, ხოლო შვიდი დღის – 1.16%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 399 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 990-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 114 შემთხვევა, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – 26, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში – რვა, კახეთში – 16, მცხეთა-მთიანეთში – 11, სამცხე-ჯავახეთში – სამი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 105, საიდანაც 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 187, აჭარაში – 12, იმერეთში – 83. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში – 50, აჭარაში – ექვსი, იმერეთში – ცხრა. 1 764 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.