კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 11 857, იმერეთში - 3 730, აჭარაში - 2 011
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 11 857, იმერეთში - 3 730, აჭარაში - 2 011

დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, იმერეთში – 3 730, ხოლო აჭარაში – 2 011, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 587 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 032 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 555 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 25 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 375 615-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%, ბოლო 14 დღის – 29.26%, ხოლო შვიდი დღის – 32.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 141 231-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა – 2 011, იმერეთი – 3 730, ქვემო ქართლი – 1 421, შიდა ქართლი – 1 530, გურია – 642, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 253, მცხეთა-მთიანეთი – 597, სამცხე-ჯავახეთი – 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 106.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 219 007, საიდანაც: 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 452, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 250. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 252 პირი, მათ შორის, თბილისში – 483, აჭარაში – 149, იმერეთში – 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 42, იმერეთში – 31. 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 185 – თბილისში, 487 – აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 0“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.