კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 101, იმერეთში - 37, შიდა ქართლში - 21
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 101, იმერეთში - 37, შიდა ქართლში - 21

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარაში – 17, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 17, კახეთში – 21, მცხეთა-მთიანეთში – ექვსი, სამცხე-ჯავახეთში – ექვსი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – შვიდი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 625 საიდანაც, 439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 240, აჭარაში – 23, იმერეთში – 85.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 111 პირი, მათ შორის, თბილისში – 71, აჭარაში – 15, იმერეთში – 9. 3 186 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.