კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 10 931, იმერეთში - 3 281, აჭარაში - 1 876
დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, იმერეთში – 3 281, აჭარაში – 1 876, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 444 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 398 059-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის – 29.93%, ხოლო შვიდი დღის – 32.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 245 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა – 1 876, იმერეთი – 3 281, ქვემო ქართლი – 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია – 616, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 496, კახეთი – 1 101, მცხეთა-მთიანეთი – 450, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 79.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 228 153, საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 472, აჭარაში – 771, იმერეთში – 1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 137, იმერეთში – 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 38, იმერეთში – 26. 1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 160 – თბილისში, 465 – აჭარაში. 220 210 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 0“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.