კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 821, აჭარაში - 460, იმერეთში - 325
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარაში – 460, იმერეთში – 325, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 236 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 593 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 643 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის – 6.18%, ხოლო შვიდი დღის – 7.43%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813-მდე.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 082 პირი ემსხვერპლა.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 460, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 220, გურია – 141, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -61, სამცხე-ჯავახეთი -35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255, საიდანაც:
• 4 372 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 034, აჭარაში – 510, იმერეთში – 735.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 120 პირი, მათ შორის, თბილისში – 553, აჭარაში – 124, იმერეთში – 277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პირი, მათგან თბილისში – 153, აჭარაში – 33, იმერეთში – 30.
• 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 628 – თბილისში, 269 – აჭარაში.
• 20 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – შვიდი.
• 2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 5 იანვრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 299 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 503 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.