კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 790, იმერეთში - 635, შიდა ქართლში - 366
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, იმერეთში – 635, შიდა ქართლში – 366, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 673 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 457 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 875 806-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის – 8.31% ხოლო შვიდი დღის – 7.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 817 963.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 635, ქვემო ქართლი – 250, შიდა ქართლი – 366, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 169, მცხეთა-მთიანეთი – 92, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 298, საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 508, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში – 601, აჭარაში – 129, იმერეთში – 483.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32.
1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურსასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 312 – აჭარაში. 37 738 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – ერთი.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 7 დეკემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.