კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 444, იმერეთში - 472, შიდა ქართლში - 286
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, იმერეთში – 472, შიდა ქართლში – 286, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 955 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 278 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 898 079-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.48%, ბოლო 14 დღის – 7.46%, ხოლო შვიდი დღის – 6.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 844 875-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 879 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა – 189, იმერეთი – 472, ქვემო ქართლი – 175, შიდა ქართლი – 286, გურია – 81, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 231, კახეთი – 188, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 299, საიდანაც: 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 336, აჭარაში – 509, იმერეთში – 1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 472 პირი, მათ შორის, თბილისში – 592, აჭარაში – 124, იმერეთში – 443. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 38, იმერეთში – 32. 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის, 731 – თბილისში, 261 – აჭარაში. 33 268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – ერთი.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 404 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.