კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 430, იმერეთში - 481, აჭარაში - 243
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, იმერეთში – 481, აჭარაში – 243, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 684 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 123 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 901 202-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.34%, ბოლო 14 დღის – 7.39%, ხოლო შვიდი დღის – 6.86%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 215 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 849 090-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 918 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა – 243, იმერეთი – 481, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 211, გურია – 88, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 214, კახეთი – 160, მცხეთა-მთიანეთი – 96, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 39 168, საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 325, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 253. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 476 პირი, მათ შორის, თბილისში – 589, აჭარაში – 119, იმერეთში – 442. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 36, იმერეთში – 33. 1 137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 724 – თბილისში, 256 – აჭარაში. 32 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 32, ხოლო აჭარაში – ერთი.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 15 დეკემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.