კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 272, იმერეთში - 899, კახეთში - 702
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, იმერეთში – 899, კახეთში – 702, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 075 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის – 7.21% ხოლო შვიდი დღის – 8.57%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 982 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563-მდე.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი ემსხვერპლა.
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 272 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 899, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 250, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401, კახეთი – 702, მცხეთა-მთიანეთი – 99, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 448 საიდანაც:
• 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 675, აჭარაში – 433, იმერეთში – 1 189.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088 პირი, მათ შორის, თბილისში – 351, აჭარაში – 80, იმერეთში – 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 249 პირი, მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 18, იმერეთში – 27.
• 889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 451 – თბილისში, 252 – აჭარაში.
• 26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – ხუთი.
• 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 13 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 256 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 442 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.