კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 241, იმერეთში - 376, აჭარაში - 194
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 241, იმერეთში - 376, აჭარაში - 194

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 194, იმერეთი – 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი – 111, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 143, კახეთი – 97, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 85 122 საიდანაც, 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 163, აჭარაში – 429, იმერეთში – 777.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 046 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 107, იმერეთში – 287. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 32, იმერეთში – 25. 417 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 335 – თბილისში, 0 – აჭარაში. 80 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია ოთხი ადამიანი.