კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 811, იმერეთში - 134, კახეთში - 83
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 811, იმერეთში - 134, კახეთში - 83

საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 134, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 83, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 504 საიდანაც 3 364 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 019, აჭარაში – 160, იმერეთში – 404.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში – 366, აჭარაში – 40, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 128, აჭარაში – 4, იმერეთში – 10.

909 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 700 – თბილისში, 204- აჭარაში.

8 231 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 63, ხოლო აჭარაში – შვიდი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 936 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 217  ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 809, პირი, აჭარაში – 714, იმერეთში – 1 045.