კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 708, იმერეთში - 482, კახეთში - 500
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა – 130, იმერეთი – 482, ქვემო ქართლი – 133, შიდა ქართლი – 81, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 284, კახეთი – 500, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 257 საიდანაც 4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 442, აჭარაში – 404, იმერეთში – 1 026.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის, თბილისში – 318, აჭარაში – 88, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 26, იმერეთში – 28.
672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 – თბილისში, 185 – აჭარაში.
19 257 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – შვიდი.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 9 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 230 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 287 ადამიანი.