კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 596, იმერეთში - 362, კახეთში - 289
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 596, იმერეთში - 362, კახეთში - 289

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 96, შიდა ქართლი – 82, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 059 საიდანაც: 4 081 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 455, აჭარაში – 355, იმერეთში – 875. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 106, იმერეთში – 272. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 236 პირი,  მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 19, იმერეთში – 24. 696 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 – თბილისში, 170 – აჭარაში. 15 282 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – ცხრა.

სულ 6 ოქტომბრიდან – პირველი ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 197 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 453 ადამიანი.