კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 559, იმერეთში - 311, კახეთში - 269
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 559, იმერეთში - 311, კახეთში - 269

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 311, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 93, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183, კახეთი – 269, მცხეთა-მთიანეთი – 39, სამცხე-ჯავახეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 057 საიდანაც: 4 169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 493, აჭარაში – 369, იმერეთში – 897. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 115, იმერეთში – 289. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი,  მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 22, იმერეთში – 26. 768 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 401 – თბილისში, 189 – აჭარაში. 14 120 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – ცხრა.

სულ 6 ოქტომბრიდან – 30 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 192 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 170 ადამიანი.