კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 401, სამეგრელო-ზემო სვანეთში 69, იმერეთში 66
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 401, სამეგრელო-ზემო სვანეთში 69, იმერეთში 66

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა – 69, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 24, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც: 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 943, აჭარაში – 350, იმერეთში – 435. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 776 პირი, მათ შორის, თბილისში – 367, აჭარაში – 87, იმერეთში – 143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში – 136, აჭარაში – 12, იმერეთში – 14. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 – თბილისში, 223- აჭარაში. 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.​

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის 27-ვე თბილისში.

სულ 6 ოქტომბრიდან – 3 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 812 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 592 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 083, პირი, აჭარაში – 2 330, იმერეთში – 1 374.