კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან შვიდი ლენჯერს უკავშირდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 22 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 476 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორის 417 მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

კერძოდ, კვლევა ჩაუტარდა „ცხელების ცენტრების“ 19 პაციენტს, მედპერსონალის ექვს წარმომადგენელს, მესტიის საკარანტინო სივრცეში მყოფ 308 პირს, თვითიზოლაციაში მყოფ 120 ადამიანს, მათ შორის 108 მესტიის მუნიციპალიტეტშია. გამოკვლეულთა შორის 22 შსს-ს თანამშრომელი იყო, ერთი კი ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი.

კვლევის შედეგად, 469 პირის ნიმუშის პასუხი უარყოფითია, ხოლო ვირუსი შვიდ ადამიანს დაუდასტურდა.

ყველა ე.წ. ლენჯერის კლასტერიდანაა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.