ფოთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ამ დროისთვის, ფოთში მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.