კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი შემოტანილია, ორი ლენჯერს, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს უკავშირდება, ერთის წყარო კი ჯერ უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, ორი კი ლენჯერს უკავშირდება.
ეზუგბაიას თქმით, კიდევ ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
„ორის წყარო არის ლენჯერი, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხუთი შემოტანილია, ანუ იმპორტირებული პაციენტების შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის ინფიცირებულების 80 პროცენტს შეადგენს, კოვიდ-ცენტრებში კი 267 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
ეზუგბაიას განმარტებით, 267 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული, 24-ის კი მძიმეა.