თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული.
მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ამერიკას უკავშირდება.
„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ჩვენთან არის მოთავსებული. წყარო არის ამერიკა. ჩვენს ცენტრში 195-დან არის 69 პაციენტი დადასტურებული.აქედან, განკურნებულია 29 და გაწერილია ბინაზე. ამჟამად 39 ინიფიცირებული მკურნალობს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.