ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი 61 წლის ქალს დაუდასტურდა.
პაცინეტმა კლინიკას თვითდინებით მიმართა. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის მკვიდრია. მისივე განმარტებით, ინფიცირების პირველწყარო უცნობია.
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კონტაქტების წრის დასადგენად ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ამასთან, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა და ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში სამი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
საქართველოში დღეს ახალი კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა.