კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი შიდა ქართლში დაფიქსირდა, მათ შორის ერთი სკოლის მოსწავლეა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი შიდა ქართლში დაფიქსირდა, მათ შორის ერთი სკოლის მოსწავლეა

„კოვიდ-19“-ის ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტში. აქედან ორი „ჯიპისის“ აფთიაქის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია.

ოთხი ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. მათი ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

ინფიცირებულთა შორის გორის მე-3 საჯარო სკოლის ერთი მოსწავლეა. კლასი სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავა.

„132 ნიმუში გაიგზავნა და აქედან ექვსი დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაში შიდა ქართლში 303 პირია გადაყვანილი. ინფიცირების წყარო ორის შემთხვევაში ცნობილია და ეს „ჯიპისის“ აფთიაქის კლასტერია. ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.