კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 989 თბილისში, 387 კი აჭარაში დაფიქსირდა
თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240.
„ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 117, აჭარაში – 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში – 283, აჭარაში – 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი – მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 72. 2 428 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 180 – აჭარაში, ხოლო 878 – თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.