კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 893 თბილისში გამოვლინდა, 204 იმერეთში, 129 კახეთში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 893 თბილისში გამოვლინდა, 204 იმერეთში, 129 კახეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 572 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 002  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  17.76%, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 572 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 738 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 834 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 625 372.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.84% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17.49%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 002 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 554 533.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 366 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 204, ქვემო ქართლი – 74, შიდა ქართლი – 85, გურია – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 90, კახეთი – 129, მცხეთა-მთიანეთი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 447 საიდანაც, 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 938, აჭარაში – 221, იმერეთში – 510. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 75, იმერეთში – 122. 51 988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.