საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 89 გურიაში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი. ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 37 019, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ჯამში 423-ს შეადგენს.