კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 750 თბილისში, 234 იმერეთში, 126 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 750 თბილისში, 234 იმერეთში, 126 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 13 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 234, ქვემო ქართლი – 94, შიდა ქართლი – 103, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – შვიდი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 788, აჭარაში – 350, იმერეთში – 768. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში – 68, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – 26.
579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 243, აჭარაში – 55, ხოლო იმერეთში – შვიდი. სულ 6 ოქტომბრიდან – 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 620 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 989 პირი, აჭარაში – 2 166, იმერეთში – 2 349”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.