საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 60 გურიაში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“-კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ნიმუშების ნაწილის კვლევა გურიაში ხორციელდება, ნაწილს კი ვაგზავნით ბათუმის ლაბორატორიაში“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.