კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 60 გურიაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 60 გურიაში დაფიქსირდა

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 60 გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“-კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ნიმუშების ნაწილის კვლევა გურიაში ხორციელდება, ნაწილს კი ვაგზავნით ბათუმის ლაბორატორიაში“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.