კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 571 თბილისში, 315 იმერეთში, 262 კი კახეთში დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარაში – 85, იმერეთში – 315, ქვემო ქართლში – 94, შიდა ქართლში – 79, გურიაში – 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 189, კახეთში – 262, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 35, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნოობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 969, საიდანაც: 4 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 513, აჭარაში – 400, იმერეთში – 896.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში – 124, იმერეთში – 296. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 22, იმერეთში – 27.
734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 – თბილისში, 195 – აჭარაში. 14 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – 9.
სულ, 6 ოქტომბრიდან – 29 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 192 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 583 ადამიანი.