კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 567 თბილისში, იმერეთში - 77, 117 კი აჭარაში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 21, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ნული.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 729, საიდანაც: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 970, აჭარაში – 422, იმერეთში – 397. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში – 85, აჭარაში – ათი, იმერეთში – შვიდი.
717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 – თბილისში, 287 – აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, ხოლო აჭარაში – 2. სულ 6 ოქტომბრიდან – 24 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 518 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 396 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 823 პირი, აჭარაში – 2 484, იმერეთში – 1 196.