კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 532 თბილისში, 369 აჭარაში, 392 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 532 თბილისში, 369 აჭარაში, 392 კი იმერეთში დაფიქსირდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 532, აჭარაში – 369, იმერეთში კი 392 დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„ქვემო ქართლში გამოვლინდა – 86, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 187, კახეთში – 57, მცხეთა-მთიანეთში – 0, სამცხე-ჯავახეთში – 56, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262.

4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 046, აჭარაში – 696.