კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 425 თბილისში, 70 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 62 კი აჭარაში დაფიქსირდა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 425 შემთხვევა, აჭარაში – 62, იმერეთში – 54, ქვემო ქართლში – 35, შიდა ქართლში – 18, გურიაში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 27, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 326, საიდანაც: 4 152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 258, აჭარაში – 476, იმერეთში – 526.
ამჟამად მძიმე პაციენტია 880 პირი, მათ შორის, თბილისში – 418, აჭარაში – 104, იმერეთში -155.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი, მათგან თბილისში – 150, აჭარაში – 12, იმერეთში – 14.
669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 თბილისში, 271- აჭარაში. 9 505 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 33.
სულ 6 ოქტომბრიდან 22 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 748 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 942 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 652 პირი, აჭარაში – 1 792, იმერეთში – 1 644.