კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 370 თბილისში, 64 იმერეთში, 44 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დადასტურდა 370 შემთხვევა, აჭარაში – 39, იმერეთში – 64, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 12.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572 საიდანაც: 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 429, აჭარაში – 149, იმერეთში – 326. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 596, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 40, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 161 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში – 9, იმერეთში – 11.
598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 232- აჭარაში.
5 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 4.
ოფიციალური ინფორმაციით, სულ 6 ოქტომბრიდან – 26 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 887 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 416 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 456, პირი, აჭარაში – 593, იმერეთში – 1 058.