კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 30 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 30 გურიაში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან 30 გურიაში გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება. გარდა „პისიარ“ კვლევებისა, კეთდება ანტიგენის ტესტებიც. შესაძლოა, დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი უფრო გაიზარდოს, რადგან კვლევების პროცესი არ წყდება“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.