კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 295 თბილისში, 126 იმერეთში, 69 კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარაში – 23, იმერეთში – 126.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. კერძოდ, ქვემო ქართლში დაფიქსირდა 31, შიდა ქართლში – 45, გურიაში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 69, კახეთში – 50, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573, საიდანაც: 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 158, აჭარაში – 179, იმერეთში – 467.