კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 27 თბილისში, 13 იმერეთში, ხუთი კი კახეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 27 თბილისში, 13 იმერეთში, ხუთი კი კახეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 27  თბილისში, 13 იმერეთში, ხუთი კი კახეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 4 576 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 104 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 576 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 245 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 331 „პისიარ“ ტესტით.

ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 62 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 375-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.13% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.05%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 13, ქვემო ქართლი – 2, შიდა ქართლი – ერთი, გურია – სამი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – ოთხი, კახეთი – ხუთი, მცხეთა-მთიანეთი -ერთი, სამცხე-ჯავახეთი – სამი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441 საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 192, აჭარაში – 11, იმერეთში – 76.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 პირი, მათ შორის, თბილისში – 49, აჭარაში – 5, იმერეთში – 9. 1 108 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.