კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 257 თბილისში, 68 აჭარაში, 55 კი იმერეთში დაფიქსირდა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 257 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 55.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
კერძოდ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ქვემო ქართლში გამოვლინდა კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 386, საიდანაც, 5 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 608, აჭარაში – 508, იმერეთში – 1 092.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში – 512, აჭარაში – 100, იმერეთში – 216. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 34, იმერეთში – 57.
1 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 489 თბილისში, 578 აჭარაში, 94 – იმერეთში. 6 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.