კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 188 თბილისში, 73 იმერეთში, 33 კი კახეთში გამოვლინდა
საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 73, ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 30, გურიაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 26, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 020, აჭარაში – 179, იმერეთში – 463.