კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 160 თბილისში, 38 იმერეთში, 27 კი გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 160 თბილისში, 38 იმერეთში, 27 კი გურიაში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 329 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 161 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 329 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 058 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 271 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 460-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.36% ხოლო შვიდი დღის მანძილზე – 1.18%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 474-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 160 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 38, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – ოთხი, სამცხე-ჯავახეთი – ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – რვა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 166 საიდანაც, 336 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 174, აჭარაში – 17, იმერეთში – 82. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში – 45, აჭარაში – 12, იმერეთში – ხუთი. 1 830 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.