ქუთაისში „კოვიდ-19“ 14 პირს დაუდასტურდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება.
ამ დროისთვის, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ქალაქის მასშტაბით სამი კლინიკა ემსახურება. ჯამში, მკურნალობას 70 ინფიცირებული პაციენტი გადის.
15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.