კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 821 თბილისში, 865 იმერეთში, 317 კი კახეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 821 თბილისში, 865 იმერეთში, 317 კი კახეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 153 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 701 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 050 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 845 643-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.95%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 788 201. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 054 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა, აჭარა – 240, იმერეთი – 865, ქვემო ქართლი – 293, შიდა ქართლი – 482, გურია – 160, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 475, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი – 172, სამცხე-ჯავახეთი – 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 69.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 362 საიდანაც: 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 600, აჭარაში – 510, იმერეთში – 1 423.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში – 121, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში – 201, აჭარაში – 38, იმერეთში – 35. 1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 693 – თბილისში, 241 – აჭარაში.
37 673 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 295 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 494 ადამიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.