კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 637 თბილისში, 489 აჭარაში, 823 კი იმერეთში დაფიქსირდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 637 თბილისში, 489 აჭარაში, 823 კი იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
კერძოდ, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში – 489, იმერეთში – 823, ქვემო ქართლში – 372, შიდა ქართლში – 381, გურიაში – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 377, კახეთში – 328, მცხეთა-მთიანეთში – 143, სამცხე-ჯავახეთში – 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18.