კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 596 თბილისში გამოვლინდა, 598 იმერეთში, 307 შიდა ქართლში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 596 თბილისში გამოვლინდა, 598 იმერეთში, 307 შიდა ქართლში

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა – 135, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 240, შიდა ქართლი – 307, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 327, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 708 საიდანაც 1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 803 – თბილისში, 241 – აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – ნული.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – 13 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 272 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 364 ადამიანი.