კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 566 თბილისში, 602 იმერეთში, 300 კი შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 566 თბილისში, 602 იმერეთში, 300 კი შიდა ქართლში გამოვლინდა

კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარაში – 215, იმერეთში – 602, ქვემო ქართლში – 193, შიდა ქართლში – 300, გურიაში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 253, კახეთში – 159, მცხეთა-მთიანეთში – 89, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუსა და ქვემო სვანეთში – 33.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 44 652, საიდანაც 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 453, აჭარაში – 523, იმერეთში – 1 316.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, 37 188 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – ორი.