კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 525 თბილისში გამოვლინდა, 878 კახეთში, 876 იმერეთში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 525 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 255, შიდა ქართლი – 200, გურია – 112, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 349, კახეთი – 878, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 359 საიდანაც 5 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 790, აჭარაში – 491, იმერეთში – 1 299.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 193 პირი, მათ შორის, თბილისში – 394, აჭარაში – 85, იმერეთში – 419. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 266 პირი, მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 21, იმერეთში – 27.
984 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 520 – თბილისში, 256 – აჭარაში. 34 038 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – ნული.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 16 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 258 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 871 ადამიანი.