კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 383 თბილისში, 536 იმერეთში, 263 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 383 თბილისში, 536 იმერეთში, 263 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 588 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 401 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 187 „პისიარ“-ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 201 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 822 383-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.04%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 9.15% ხოლო 7 დღის განმავლობაში – 9.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 098 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 763 755. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 11 679 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 536, ქვემო ქართლი – 187, შიდა ქართლი – 244, გურია – 111, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 263, კახეთი – 155, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 923, საიდანაც: 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 592, აჭარაში – 525, იმერეთში – 1 416.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 126, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 44, იმერეთში – 39. 1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 თბილისში, 212 – აჭარაში.
39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 9. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი“, – აღნიშნულია განცხადებაში.