კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 380 თბილისში, 481 იმერეთში,  185 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 380 თბილისში, 481 იმერეთში,  185 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 380 შემთხვევა, აჭარაში- 162, იმერეთში – 481, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 171, გურიაში – 81, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 185, კახეთში – 149, მცხეთა-მთიანეთში – 60, სამცხე-ჯავახეთში – 51, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854 საიდანაც: 6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 396, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 324.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 პირი, მათ შორის, თბილისში – 610, აჭარაში – 124, იმერეთში – 452.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – ორი.