კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 074 თბილისში გამოვლინდა, 291 იმერეთში, 149 აჭარაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 074 თბილისში გამოვლინდა, 291 იმერეთში, 149 აჭარაში

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 291, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 142, გურია – 79, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 221, აჭარაში – 521, იმერეთში – 1 064. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში – 558, აჭარაში – 130, იმერეთში – 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 34, იმერეთში – 35. 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 – თბილისში, 243- აჭარაში.

25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ერთი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – 22 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 298 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი.