კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 191 თბილისში, 90 იმერეთში, 44 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 191 თბილისში, 90 იმერეთში, 44 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 191 თბილისში, 90 იმერეთში, 44 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 700 ტესტი, შედეგად, 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 491 პირი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 777 ანტიგენის  და 4 923 „პისიარ“ ტესტით.

„ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 479 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 258 111-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 249 028-მდე გაიზარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთში – 90, ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 44, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში -რვა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 879, საიდანაც 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 309, აჭარაში – 199, იმერეთში – 506.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 573 პირი, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 49, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში- ორი, იმერეთში – 14.

304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 2 898 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, ხოლო აჭარაში – 126. სულ 6 ოქტომბრიდან – 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 201 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 212 პირი, აჭარაში – 854, იმერეთში – 1 612“, – ნათქვამია ინფორმაციაში.